
ბრიტანელმა ასტრონომებმა იდუმალი ვარსკვლავთშორისი ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ყველაზე ძველი კომეტაა.
„წყლის ყინულით მდიდარი“ ობიექტი, სახელად 3I/ATLAS-ი, პირველი სტუმარია, რომელმაც მზის სისტემაში ,,ირმის ნახტომის’’ სრულიად სხვა ნაწილიდან შეაღწია.
,,წინამორბედებისგან განსხვავებით, 3I/ATLAS-ი, როგორც ჩანს, ციცაბო ბილიკზე მოძრაობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ,,ირმის ნახტომის’’ „სქელი დისკიდან“ მოდის, უძველესი ვარსკვლავების არედან, რომელიც ბრუნავს თხელი სიბრტყის ზემოთ და ქვემოთ, სადაც ვარსკვლავების უმეტესობაა თავმოყრილი. ყველა არავარსკვლავთშორისი კომეტა, როგორიცაა ჰალეის კომეტა, რომელიც მზის სისტემასთან ერთად ჩამოყალიბდა, 4,5 მილიარდ წლამდე ასაკისაა. თუმცა, ვარსკვლავთშორისი ობიექტები გაცილებით უფროსი ასაკისაა და ჩვენი სტატისტიკური მეთოდის თანახმად, 3I/ATLAS-ი, სავარაუდოდ, ყველაზე ძველი კომეტაა, რაც კი ოდესმე გვინახავს. 3I/ATLAS-ი, შესაძლოა, ჩვენს მზის სისტემაზე დაახლოებით სამი მილიარდი წლით უფროსი იყოს. ის მზიდან დაახლოებით 670 მილიონი კილომეტრის დაშორებით იმყოფება. დედამიწა კი მზიდან 149 მილიონი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
როდესაც 3I/ATLAS-ი მზეს მიუახლოვდება, მზის შუქი მის ზედაპირს გააცხელებს და ორთქლის მტვრის გამოყოფას გამოიწვევს, რაც კომეტის მანათობელ კუდს წარმოქმნის,’’ -განმარტა ოქსფორდის უნივერსიტეტის ასტრონომმა მეთიუ ჰოპკინსმა.
0
0