23/05/2023
15:26
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით, ერთი პირის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს.
უწყების თქმით, უთანხმოება სოციალურ ქსელში დაიწყო და მკვლეობით დასრულდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს, ბრალდებული და 2003 წელს დაბადებულ შ.ქ. სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ.ი.-მ, ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“ , – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
0
0