
დოლიძის ქუჩაზე სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი ვერონიკა ქუმსიაშვილია.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული კაცისა და მოკლულის არასრულწლოვანი შვილები, 13 და 15 წლის მოზარდები შეესწრნენ. საქმის ოქროს მოწმეა ერთი პირი, რომელიც სროლის დროს ტუალეტში იყო ჩაკეტილი.
ადგილობრივების თქმით, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც გარდაცვლილის შვილები განწირული ხმით ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსი, ბაჩანა კვარაცხელია აცხადებს, რომ თბილისში დოლიძის ქუჩაზე შსს-ს თანამშრომლის მიერ ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკველობის დროს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ.
მისი თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს შემაკავებელი ორდერი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია ყველა ფაქტის შესწავლის შემდეგ მიეწოდება.
შსს-ს თანამშრომელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ხეჩინაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
0
0