
საქართველოსა და ჩინეთის სპორტის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
სპორტის მინისტრების სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე, ჩინეთისა და საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.
"ვიზიტი ითვალისწინებს ძალზედ საინტერესო პროგრამას და ამ პროგრამაში, რა თქმა უნდა, გამოვყოფდი საქართველოს სპორტის მინისტრის შეხვედრას მის ჩინელ კოლეგასთან, რა დროსაც მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს სპორტის დარგში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე," - აღნიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთში, პაატა კალანდაძემ.
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპორტის მინისტრს, გაო ჭიდანს, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს. გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი შეკრებების გამართვას, თანამშრომლობის გაძლიერებას საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში და ორი ქვეყნის სპორტული ორგანიზაციებისა და ასოციაციების მჭიდრო კავშირს.
1
0