
მსახიობ, გიორგი ყიფშიძის პირად ცხოვრებაში ცვლილებას, დღეს უკვე მისი ყოფილი მეუღლე, ენი ადასტურებს. მან თქვა, რომ “ბევრ რამეს არ იმსახურებდა”.
ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ინციდენტიც გაიხსენა:
„ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი... ვიყავი „თბილისი ოფენ ეარზე“. მთელი თბილისი იქ იყო. მეგობარი დავკოცნე ხუმრობით და პრესამ გამოაქვეყნა, რომ თურმე მკერდზე ვკოცნი ამ ჩემს 18 წლის მეგობარს, რაც ასე არ ყოფილა.
ლენუკამაც დაწერა პოსტი, რომ ჩემი რძალი ენი აღარ არის, ჩემი ძმა დაშორდაო. მე ვფიქრობ, ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი. ძალიან მიყვარს ნატალია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი მეგობარია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არაფრის დრო არ რჩება. ნატალია განზეა გამდგარი, არაფერში ერევა. რაც შეეხება ლენუკას, არაფერი მწყენია. ვისაც რა უნდა, ის პოზიცია დააფიქსიროს, იქით იყო, აქეთ იყოს…“, - ამბობს ენი.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეა გიორგი ყიფშიძის პირად ცხოვრებაში ცვლილება საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
"ჩემი ძმა გაშორებულია ცოლს და ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მიხედეთ, თქვენს ცხოვრებას, მაგრად გიჭირთ პირადში აშკარად,“ - დაწერა ლენუკამ რამდენიმე დღის წინ..
0
0