
თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“, პანელის მოდერატორმა, თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართა.
„მე მჯერა, რომ ჩვენს რეგიონში ქვეყნებმა გარდაუვლად უნდა დააბალანსონ მათი ურთიერთობები ყველა ძირითად მოთამაშესთან. ეს უნდა გაიგოს და პატივი სცეს ყველა მოთამაშემ. ეს არის ის, რასაც თურქეთი აკეთებს და ეს არის ის, რასაც თურქეთი მხარს უჭერს“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმი იმართება. 2025 წლის ფორუმის მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“. ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025