
“ მე ვურთიერთობ იმ მენეჯმენტთან, რომელიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის. ასევე, კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან მაქვს,” - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
მისივე ვარაუდით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ხელისუფლების ცვლილების პროცესში აქტიურ როლს შეასრულებს.
„მე ნიკა მელიაზე ვფიქრობ, რომ ის ხელისუფლების ცვლილებების პროცესში აქტიურ როლს შეასრულებს. ვფიქრობ, რომ ის ახლა საკუთარ ადგილს ეძებს, როგორც ჩანს ამ სიტუაციაში. ნამდვილად ინტერესი არ მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა გარჩევებში ჩავერთო, ეს ჩემი ამოცანა არ არის, ეს მათი შიდა სამზარეულოა და მათი შიდა ამოცანაა, მე ახლა ვურთიერთობ იმ მენეჯმენტთან, რომელიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის. ასევე, კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, კლინიკა „ვივამედში“ შესვლის ნებართვას არ მაძლევენ, რომ ეს ადამიანი ვნახო, მაგრამ წერილობით ინფორმაციის ვცვლით“, - განაცხადა ვაშაძემ.
0
0