29/08/2022
10:20
პოლიტიკა
"ვივამედის“ კლინიკაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი მივიდა. მას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, უახლოეს საათებში საქართველოში ასევე ჩამოვა შვეიცარიელი ექსპერტი, მომდევნო დღეებში კი ქვეყანაში კიდევ ორ ამერიკელ სამედიცინო ექსპერტს ელოდებიან.
უცხოელი სამედიცინო ექსპერტები კლინიკა "ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ და საქართველოში სულ მცირე 3 დღით დარჩებიან. უახლოეს დღეებში მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრა ცენტრ "ემპათიის“ წარმომადგენლებთან და სააკაშვილის ოჯახის წევრებთან.
0
0