15/11/2022
12:23
პოლიტიკა
ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს. ამის შესახებ მან დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"რამდენიმე თვის წინ დაეწყო ტკივილები. მარცხენა ხელი ატროფირებული, პრობლემები აქვს და გაუსაძლისი ტკივილები. გამაყუჩებლებს აძლდევდნენ, ახლა კი დაიწყო კვლევა. დაველოდოთ შედეგებს",- აღნიშნა ადვოკატმა.
მას აქვს მოლოდინი, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ალტერნატიული ექსპერტიზა იგივეს იტყვის, რასაც "ვივამედის" ექიმები აცხადებენ, რომ სააკაშვილს ადაპტაციური აშლილობა და სტრესი აქვს.
"დარწმუნებული ვარ, რასაც "ვივამედის" ექიმები აცხადებენ იმას გაიმეორებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. იტყვიან, რომ ადაპტაციური აშლილობა და სტრესი აქვს. მათ პოზიციას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდება სასამართლო პროცესზე, მინდა თავშივე გავაფრთხილო",- აღნიშნავს ხაჭაპურიძე, რომელმაც “ვივამედის” მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და კლინიკის წინააღმდეგ სასამართლოზე მტკიცებულებების წარდგენა დააანონსა.
0
0