07/10/2021
15:20
საზოგადოება
როგორც ბექა ბასილაიამ აღნიშნა, შიმშილობის მე-7 დღის მიუხედავად, სააკაშვილი არის მხნედ და თავს გრძნობს ძალიან ენერგიულად.
„მიშა არის შემართული გამარჯვებისთვის და ქართული საზოგადოება გასცემს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ პრორუსულ რეჟიმს პასუხს იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე ტრიალებს და რაც გამოიხატება მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად ცდილობს გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას ან არშექმნას, როგორიც არის მაგალითად, ტელევიზორის დაუდგმელობა, ასევე ლეიბის საკითხი. ამ დრომდე არ აქვს სააკაშვილს ლეიბი.
მიშას პრინციპული პოზიციაა შიმშილობა და ეს პოზიცია მომდინარეობს იმ უსამართლობასთან ბრძოლის წინააღმდეგობიდან, რაშიც სააკაშვილი და მთელი ქართული დემოკრატიული საზოგადოებაა შესული. მიშას ამოცანაა, რომ პროტესტის ამ მშვიდობიანი, თუმცა ძალიან მკაფიო და რთული ფორმით უპასუხოს იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოშია“, - განაცხადა ბასილაიამ.
ამასთან, ბასილაიამ აღნიშნა, რომ შეშინებულ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა სურს.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის შეშინებული ხელისუფლების პოზიციები, მათ უნდათ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან მიშას. მაგრამ ამავდროულად, ყველანი ვხედავთ როგორი ქოსატყუილა ხელისუფლება გვყავს. მაგალითად, გუშინ, როდესაც საუბრობდა ღარიბაშვილი რაღაც ბლეფზე და სისულელეზე, ბოდვაზე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. გამოვედით და გუშინ ვისაუბრეთ, რომ ჩაატარონ ნარკოტესტი ტელევიზიების თანდასწრებით, ასევე მათი თანდასწრებით ნიმუშების ტრანსპორტირება და ნიმუშების კვლევა. მაგრამ ამას ვერ იზამენ, რადგან იციან ეს ტყუილია“, - განაცხადა ბასიალიამ.
0
0