
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც კოლონიაში იმყოფება და ახალ სისხლის სამართლის საქმეზე 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
„სოლიდარობას ვუცხადებ ალექსეი ნავალნის! ძალიან ნიჭიერ მებრძოლს თავისუფლებისთვის, რუსეთის არაადამიანური რეჟიმის წინააღმდეგ, შეიძლება 20 წელი მიესაჯოს.
ალექსეი, თქვენ ხართ ბევრად უფრო დიდი ისტორიული მნიშვნელობის სიმბოლო, ვიდრე ყველა თქვენი მტანჯველი ერთად აღებული“, - დაწერა სააკაშვილმა “ტვიტერზე”.
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ “რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი მალე დაინგრევა” და აღნიშნა, რომ “მხარს უჭერს ნავალნის გადაწყვეტილებას, 2021 წელს დაბრუნებულიყო რუსეთში, სადაც მას დაპატიმრება მოელოდა”.
„ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ქვეყნები იქ ყოფნის გარეშე, თუნდაც ეს ციხეში უზარმაზარ გაჭირვებას ნიშნავდეს“, დაწერა სააკაშვილმა და ნავალნის ჯანმრთელობა და ძალა უსურვა.
0
0