27/01/2022
16:49
სამართალი
აღკვეთის ღონისძიება დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯა. ბრალდების მხარე კვლავ პატიმრობას ითხოვდა.
პროკურორის განმარტებით, არსებობდა საფუძვლები, რომელსაც მხოლოდ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფდა.
დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. ასევე დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც საქმე არსებით განხილვას გადაეცა.
როგორც პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ აღნიშნა, სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა დასაშვებად ცნო.
„გიორგი ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საქმეზე დასრულდა წინა სასამართლო სხდომა. სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა დასაშვებად ცნო და საქმე გადასცა არსებითად განსახილველად. რაც შეეხება პატიმრობას, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ შეფარდებული პატიმრობა დარჩა ძალაში გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების სამივე საფუძველი მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 10 თებერვალს დაიწყება.
0
0