მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის პროკურორი: ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული
20/01/2022
14:00
სამართალი
A-
+A
„ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ მესამე პრეზიდენტის სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას.
როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი გარემოება არის ის, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო.
„გარდა ამისა, ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, აქედან გამომდინარე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდების მხარეც დაეთანხმა და მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას და მოსამართლემ შეუფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით. მოწმეების, წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა აღარ მოხდება, ვინაიდან დაცვის მხარემ უდავო გახადა ყველა მტკიცებულება“, - განაცხადა პროკურორმა.
0
0
421
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%