მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლაში ექიმი-ფსიქიატრი ჩაერთო
12/12/2021
16:13
პოლიტიკა
A-
+A
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, ექიმი-ფსიქიატრი, მარინა კურატაშვილი შევიდა. როგორც მან იქამდე მედიას განუცხადა, პაციენტის მდგომარეობაზე საუბარს მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მას მოინახულებს, მოისმენს მის ჩივილებს და ვითარებას დეტალურად გაეცნობა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.
0
0
397
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%