17/11/2021
11:06
პოლიტიკა
„ვინაიდან ბევრნი ვიყავით, ზოგი ბატონი მიხეილ სააკაშვილის კვლევით იყო დაკავებული, ზოგი ინფრასტრუქტურა როგორი არის, იმის კვლევით. ორი სიტყვით, სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ადასტურებს ყველა, ვინც იქ არის. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება, რადგან ანალიზებში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და ინტენსიურ მკურნალობას.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს ინფრასტრუქტურა არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული – საკმაოდ კარგად აღჭურვილი; სტაფი არის მოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან, იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველდღე, მაგრამ უარყოფითი არის ის, რომ თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს. ადრე ასეთი რამე არ იყო და ისეთი პაციენტი, როგორიც არის დღევანდელ დღეს მიხეილ სააკაშვილი. ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია და საბოლოო დასკვნებზე ჩვენ ალბათ ერთმანეთში შევჯერდებით, რადგან სხვადასხვა საქმეებით ვიყავით დაკავებული.
მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის ყოფნა არ არის მიზანშეწონილი“, – განაცხადა გიორგი გეგელიამ.
0
0