07/10/2021
19:25
პოლიტიკა
როგორც თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში აღნიშნა, სახელმწიფო არის მიტაცებული და სახელმწიფო უნდა დაიბრუნოს ხალხმა.
„ჩვენ გავაკეთეთ სახალხო მოძრაობა და ძალიან ბევრი ადამიანი დარეგისტრირდა. დარეგისტრირება ერთია და მოსვლა მეორე, ესეც კარგად ვიცით, მაგრამ კარგი ის არის, რომ რაღაცნაირად მოვაბით თავი და ძალიან დიდი აქცია იქნება რუსთაველზე. უმთავრესი არის სააკაშვილის გათავისუფლება, სახელმწიფო მიტაცებულია ფაქტია და სახელმწიფო უნდა დაიბრუნოს ხალხმა, რადგან ხალხია სახელმწიფო. ეს სახალხო მოძრაობა სწორედ ამას ემსახურება. მიხარია, რომ თარიღსაც რამდენიმე საათში ვიტყვი, რომელ საათზე და სად გაიმართება აქცია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანმა რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
„რუსთავის ციხესთან აქციაზე მე უბრალოდ ვუპასუხე ნიკას, როდესაც 30 რიცხვი ახსენეს, ემიგრანტებმა დაიძახეს, რომ 30 ცოტა შორს არის, მე ემიგრანტებთან ერთად ვიყავი იქ მისული, რასაც ნიკას რეაქცია მოჰყვა, ხდება ხოლმე სცენაზე. პრეტენზია არ არის. ისინი ძალიან არიან დაკავებული არჩევნებით. მე არ დავაყენე თბილისში კანდიდატურა, მხვდებიან ადამიანები და მეუბნებიან, რატომ არ დააყენეო, იმიტომ, რომ მოძრაობა სახალხო, რომელიც იქმნება, იმასაც მიაქციო ყურადღება და თან დასდევდე შენს კანდიდატებს, ეს არ ხდება. ორი კურდღლის მდევარი, ვერც ერთს ვერ იჭერს.
მე მაქვს ჩემი მიზანი, ჩემი მიზანი არის ჩრდილოვანი კაბინეტი, რადგან ჩრდილოვანი კაბინეტი კი არა, „ჩრდილოეთის ხელისუფლების“ კაბინეტი პირდაპირ აქ ზის საქართველოს ხელისუფლებაში.
მე ვემხრობი ნიკა მელიას, კოალიციურ მთავრობას და არანაირად არ შევუშვლი ხელს, მაგრამ მაინც სკეპტიკურად ვუყურებდი. კითხვები გამიჩნდა 43-პროცენტთან დაკავშირებით, მეორე ტურთან დაკავშირებით, ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რადგან სათავეში არის პუტინზე მომუშავე ხელისუფლება. აღვირახსნილები არიან, ეს დაამტკიცა გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამ, შემძრა ამ გამოსვლამ, ეს ყველაფერი იყო, გარდა პრემიერ-მინისტრის გამოსვლისა. მე ეთერში ვუწოდე ტროლი, რადგან პრემიერ-მინისტრები ასე არ გამოდიან. ეს იყო სრულიად უწიფარი პოლიტიკოსის გამოსვლა, მხუთავი გაზითო რომ დაასრულა სიტყვა, მოკლედ ძალიან უხერხული ამბავი დაემართა გუშინ „პოლიტიკანს“.
ვწუხვართ ყველა, ვღელავთ, შესაბამისად კითხვა დავსვი, რომელიც ემიგრანტებს აწუხებდათ, რომელიც ამ სახალხო მოძრაობაში მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებს აწუხებთ. შიმშილობს გესმით? როცა 4 რიცხვში შენ აცხადებ, რომ მეორე ტური, იქ ყურს ცუდად მოხვდა ეს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
კითხვაზე, ემხრობა თუ არა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მონაწილეობას, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, აქ მთავარია, რომ მეორე ტური არ გაყალბდეს.
„რადგან მაინც ასე არის ჩართულობა მეორე ტურისთვის, კი ბატონო, თუ გინდა, რომ მეორე ტური დაიდოს ისე, რომ არ გაგიყალბონ, ზუსტად ამიტომ უნდა გრგვინავდეს რუსთაველი. ყველა ვარიანტში, ეს სააკაშვილს თავისუფლება არის გადაბმული იმ გაყალბების თემასთან, ორივე ვარიანტში რუსთაველი უნდა ზანზარებდეს.
სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების უპირველესი მომხრე თავად სააკაშვილი იყო და მისი განცხადებიდან გამომდინარე გაკეთდა ეს მოძრაობა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი იყო ძალიან გათვლილი. ჯერ გაკეთდა მისი განცხადება, ჯერ იყო მისი სურვილი ჩამოსვლის და გამომდინარე მისი საქციელიდან, გაკეთდა ეს მოძრაობა. არასოდეს ზედმეტ პასუხისმგებლობას არ ვაძლევთ ხოლმე თავს უფლებას ჩვენზე ავიღო.
რაც შეეხება ხელმოწერებს, ემიგრანტები კვლავ აგრძელებენ ემიგრანტები გათავისუფლების ხელმოწერებს. ეს იყო მისი დიდი პოლიტიკური აქტი. თავი მოჭრა ქართულ, არარსებულ, დაშლილ სახელმწიფოს, მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ 4 დღე ადამიანები ისე შემოვიდა, ისე დაუცველია ქვეყანა, რომ 4 დღე ადამიანი დადიოდა, მდინარაძე რაღაცას პრუტუნებდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი და შემდეგ გადაწყვიტა, რომ მოეხადა ბოდიში.
სააკაშვილს უნდა წარვუდგინოთ ბრალიო საზღვრის უკანონო გადმოლახვისთვისო, განცხადა პრემიერმა,მე და თქვენ რისთვის წავუყენოთ და ვის წავუყენოთ ბრალი ციხეში ვინ ჩავსვთან ჩვენი თანხა რომ იხარჯება, იმისთვის, რომ საზღვრები იყოს დაცული, ჩვენ ვის მოვთხოვოთ პასუხი. იმას, ხომ ვერ მოვთხოვთ პასუხს პროკურორობა რომ გადაუწყვეტია პრემიერ-მინისტრობის მაგივრად“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო არის ხალხი და ეს მოძრაობა, რომელსაც ჰქვია სახალხო მოძრაობა, გადაწყვეტილი აქვს სახელმწიფოს დაბრუნება და ამ სახელმწიფოს შენებაში ლომის წილი მონაწილეობა აქვს მიღებული, იმ პრეზიდენტის, რომელის გათავისუფლებაც არის მიზანი.
„ოპოზიცია არასწორად მოიქცა, რადგან უნდა ყოფილიყო დიდი, საერთო გაერთანება, რაც ოპოზიციამ არ გააკეთა. მე სულ ამას ვამბობდი, ეს დიდი შეცდომა ქართველს დასდევს თან, იმიტომ ვართ სულ წაგებული და 40 წელია, ერთ წრეზე ვართ. აბა ახლა, რა მესამე ძალა და მეხუთე. ვინ, ვინ აღმოჩნდა პროცენტულად, არავინ. „ევროპული საქართველო“ განადგურებულია ცალკე. როდესაც ამას ვამბობ წყინთ და მე რეალურად ვამბობ, ვინ ვინ არის.
ერთადერთი პარტია, რომლის რეიტინგიც მზარდია, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ნურც მათ ნუ ეწყინებათ, ეს მზარდი რეიტინგიც, მათი დევნილი ლიდერის დამსახურებაა, რა თქმა უნდა, ნიკა მელაისიც, მაგრამ სხვა მასშტაბის ლიდერია სააკაშვილი, ის არის მსოფლიოში სხვა მასშტაბის ლიდერი და თან დევნილი რუსეთის მიერ. არაჩვეულებრივად კარგი ადამიანი და კარგი ლიდერია ნიკა მელიამ. ასიათასობით მხარდამჭერი ადამიანი მოამატა და უჭირავს თავის პარტია ცხრა წლის განმავლობაში, ამას აკეთებდა ეს ლიდერი. ეს ცალკე თემაა, მისი ნიჭის გამოვლინება.
მე ახლაც ვურჩევდი ოპოზიციურ პარტიებს, რომ ერთხელ მოახერხონ გამთლიანება, ასე არ შეიძლება, ეს არ არის ჩვეულებრივი ბრძოლა, როცა ამბობენ, რომ ორპოლუსიანობაა, ორპოლუსიანობას „ნაციონალური მოძრაობის“ მზარდი პარტიის არსებობა კი არ ქმნის, ეს ტყუილია. მზარდ პარტიას, ხომ ვერ ეტყვის ერთ და ორპროცენტიანი ძალა გაიწიე მე უნდა ვიყოო, სასაცილოა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
0
0