15/10/2021
14:38
პოლიტიკა
„რაც შეეხება კონკრეტულად ამ აქციას, ხალხის რაოდენობას ინტერესი ნამდვილად არ აქვს; ერთადერთი, რაზეც გავლენას მოახდენს ეს აქცია, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა და კიდევ უფრო ნულს ქვემოთ ჩავა. ეს ლოგიკური პროცესია, იმდენად უპასუხისმგებლოდ იქცევა ეს პარტია, იმდენად ცდილობენ, რომ სამართლიანობას გადაუხვიონ და პირიქით ისევ ძალადობის და ადამიანების ტანჯვის პროპაგანდა მოახდინონ. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ამავდროულად ძალადობისა და წამების პროპაგანდაა. ამ აქციამ ერთადერთი, იმ მოქალაქეებზე შეიძლება, მოახდინოს გავლენა, ვინც არჩევნებზე არ მოდიოდა, უფრო მეტად მოვიდეს და ამ უსამართლობას საბოლოოდ ძალიან მწარე პასუხი გასცეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
რატი იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით მომზადდა წერილი, რომლის მიხედვით, „მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს სამართლიან სასამართლო პროცესამდე“.
„მიხეილ სააკაშვილის საქმე არის ერთგვარი ტესტი ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მხარდამჭერი. ძალიან უხერხულია, როდესაც სტრასბურგის სასამართლო პირდაპირ წერს გირგვლიანის საქმეზე, რომ გაოგნებულია იმ ქმედებით და იმ ფაქტით, რასაც პრეზიდენტის მხრიდან დამნაშავე მკვლელების შეწყალება მოჰყვა. ამის შემდეგ კიდევ მსგავსი განცხადებები, რომელიც დაცლილია მსხვერპლი ადამიანების მიმართ თანაგრძნობისგან და არის ერთგვარი წინააღმდეგობა მართლმსაჯულების აღდგენის, მიუღებელია.
ვერაფრის საფუძველზე ეს ვერ მოხდება სააკაშვილის გათავისუფლება, კანონის უზენაესობა უნდა დადგინდეს. სამართლიანობა მოითხოვს მართლმსაჯულების აღდგენას. მართლმსაჯულების აღდგენა კი ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანმა, ვინც კონკრეტული დანაშაულებები ჩაიდინა ოჯახებისა და სახელმწიფოს მიმართ, იყოს დასჯილი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
0
0