
როგორც სუბარმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წელი, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე.
„მის წინააღმდეგ სასამართლო განხილვებია და როგორ დამთავრდება ეს ჯერ არ ვიცით. შესაბამისად, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. როცა მოიხდის სასჯელს, თუ ის ბერად შედგომას გადაწყვეტს, შეუძლია წავიდეს მეუფე ნიკოლოზთან ან რომელ მონასტერშიც უნდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მახსენდება სულხან-საბას ცნობილი იგავი „მოძღვარი მელი“ და რამდენად გამოდგება ეს ადამიანი მოძღვრად, ვერ გეტყვით“, - განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობა მის ეპარქიაში გააგრძელოს შინაპატიმრობის სახით, რისთვისაც იგი ყველანაირ პირობას შექმნის.
0
0