მიხეილ სააკაშვილი გამოიყურება სუსტად, მაგრამ მზად არის ხვალინდელი შეხვედრისთვის სასამართლოში - ნიკოლოზ ყიფშიძე
14/11/2021
22:56
საზოგადოება
A-
+A
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი დღეს სუსტად გამოიყურებოდა, თუმცა გუშინდელი დღისგან განსხვავებით, შეხვედრა შეძლო.
როგორც ექიმმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ მზად არის წარსდგეს ხვალ სასამართლოს წინაშე და მზად არის დაელაპარაკოს ქართველ ხალხს.
„დღეს, გუშინდელისგან განსხვავებით ქვემოთ ჩამოსვლა შეძლო მეხუთე სართულიდან, რასაკვირველია, ლიფტით. შემხვდა პაემნების ოთახში. ეს შესაძლებლობა გუშინ არ ჰქონდა. გამოიყურება სუსტად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მზად არის ხვალინდელი შეხვედრისთვის სასამართლოში“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, სამკურნალო დაწესებულებაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, ექიმის თქმით, მას ადგილზე განუცხადეს, რომ „არავითარი კოვიდი აქ არ ყოფილა“.
0
0
446
სიახლეები
ყველა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%