16/11/2024
19:01
სოც-ქსელები
ვამაყობ ჩემი თანამებრძოლით, დავით კირთაძით! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის ასევე მხარდაჭერას უცხადებს დღევანდელ აქციაზე დაკავებულ პირებს.
„ვამაყობ ჩემი თანამებრძოლით, დავით კირთაძით! ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა უმაგრეს გიორგი ლიფონავასა და ყველა დაკავებულს!" - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ, ხმაური იყო. ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.
ამასთან, დღეს გამართულ საპროტესტო მსვლელობისას, შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
0
0