
"ნაცმოძრაობის პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა.
„ჩვენს პარტიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა ადამიანი ახდენს ზეგავლენას. ვანო მერაბიშვილი, საერთოდ, ჩამოშორებულია. კეზერაშვილს რაც შეეხება, ტელევიზიის ხელმძღვანელია და პოლიტიკურად მხარს გვიჭერს. მერაბიშვილი ჰორიზონტზეც კი არ გამოჩენილა. მანამდე ზურაბ ადეიშვილსაც ახსენებდნენ, კაბინეტიდან არ გამოსულა, ადამიანი უკრაინაში იუსტიციის სამინისტროში იმ საქმის ხელმძღვანელია, რომელმაც ჰაგიის სასამართლოში პუტინის სანქციის გამოწერა გამოიწვია. ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელებს, რა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩარევა.
სააკაშვილი პუტინის ტყვეობაშია ახლა, მაგრამ მას პარტიაში იმდენი ავტორიტეტი აქვს, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები და ძირითადი ხაზი განსაზღვროს. მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა. ვისაც გინდათ რუსულ რეჟიმთან ბრძოლა, უნდა იყოთ სააკაშვილის გვერდით, სხვა ყველაფერი განწირულია პოლიტიკური განულებისკენ. ნუ დაადგებით გიგა ბოკერიას გზას“, - აღნიშნა მან “პალიტრანიუსის” ეთერში.
0
0