17/06/2023
18:58
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის წარსულია და არა მომავალი - რაც უფრო ადრე მიხვდება ამას, მით ნაკლებ ზიანს მიაყენებს ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სააკაშვილი საუბრობს საკუთარი თავგანწირვის ორ კონკრეტულ ისტორიულ მომენტზე. პოლიტიკოსის თავგანწირვა ფასდება შედეგით. შედეგი კი მის მიერ დასახელებულ ორივე შემთხვევაში იყო, რბილად რომ ვთქვათ, ნეგატიური - ერთ შემთხვევაში გმირობის და თავდადების მიუხედავად წაგებული ომი, მეორე შემთხვევაში, წაგებული არჩევნები.
ჩემის აზრით, პოლიტიკური მოცემულობიდან და ემპირიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მის მიერ დაანონსებული თავგანწირვის მესამე ეპიზოდიც ისეთივე ფიასკოთი დასრულდება, როგორც წინა ორ შემთხვევაში. რაც შეეხება ორპოლუსიანობის მავნებლობას და ქართული ოცნებისთვის სასარგებლო თამაშს, ისტორიულად, მრავალი არჩევნებით დადასტურებული ფაქტია და იმდენად ცხადია, ამაზე კამათსაც არ დავიწყებ. ვაღიარებ სააკაშვილის ისტორიულ როლს თავისი შუქ-ჩრდილებით, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მაგრამ ის ამ ქვეყნის წარსულია და არა მომავალი. რაც უფრო ადრე მიხვდება ამას, მით ნაკლებ ზიანს მიაყენებს ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც“,- წერს ხუხაშვილი.
0
0