
მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში არ არიან, შეუძლიათ, ისტორიულ საფეხბურთო დაპირისპირებას, თბილისში, ლოკომოტივზე დიდ ეკრანებზე უყურონ. პირდაპირი ტრანსლაციისთვის სტადიონზე უკვე დამონტაჟებულია 6 დიდი მონიტორი. დასწრება თავისუფალია. მიხეილ მესხზე 15 ათასი გულშემატკივარი ეტევა.
დღეს 18 ივნისია - დამოუკიდებელი საქართველოს სპორტულ ისტორიაში განსაკუთრებული დღე. რამდენიმე საათში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობისთვის, პირველად, ევროპის ჩემპიონატის არენაზე გავა. საქართველო - თურქეთის თამაში დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
დორტმუნდის არენაზე, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, დღეს პირველად გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. გერმანიის ერთ-ერთ უდიდესს სტადიონზე, რომელიც 80 ათასს გულშემატკივარს იტევს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს 10 ათასი ქართველი გულშემატკივარი უქომაგებს.
0
0