საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიწის ამნისტიის გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ დაახლოებით მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რატი ბრეგაძის განმარტებით, ამნისტია ეხება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც არის აშენებული რეგიონებში და რომლებსაც აკლია სამშენებლო დოკუმენტაცია. მისი თქმით, მათ დემონტაჟის საფრთხე აღარ დაემუქრებათ.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიების დადგენის სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტულად რომელ ტერიტორიებზე იქნება შესაძლებელი ამნისტიის ჩატარება. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამნისტია ეხება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც არის აშენებული რეგიონებში და რომლებსაც აკლია სამშენებლო დოკუმენტაცია, მათ აღარ დაემუქრებათ დემონტაჟის საფრთხე. პირველი აპრილისთვის უკვე სრულად იქნება განსაზღვრული ტერიტორიები და შესაბამისად, მოქალაქეებს ავტომატურად ჩაეთვლებათ ეს სახლები საკუთრებაში და შესაბამისად, მათ არ ექნებათ არავითარი პრობლემა“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
0
0