
“სააკაშვილი არის უბრალოდ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითი და აფერისტი. გამოაშკარავდა კიდეც, რომ უცბად განიკურნა”, ამის შესახებ "მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს.
მისივე ტქმით, "ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიბმულ პარტიებთან არაფერი ესაქმება.
ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მან მკაფიო დასკვნა გააკეთა, რომ ე. წ. ოპოზიციურ ერთობაში მონაწილეობას არ აპირებს.
"მკაფიო დასკვნა გავაკეთე, ძალიან მივქარე, რომ იმ „აჯაფსანდალში“ ვმონაწილეობდი. ოპოზიციურ ე.წ. ვითომ ერთობას ვგულისხმობ, სინამდვილეში ყველა თავისკენ რომ უბერავდა. შევცდი, დასკვნა გამოვიტანე, მსგავს რამეში მონაწილეობას არ ვაპირებ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიბმულ პარტიებთან არაფერი მესაქმება“, - განაცხადა ელისაშვილმა.
მისი შეფასებით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ კარიკატურად არის გადაქცეული.
„გულისამრევია, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი იდეა აღარ დარჩა, ეს აბსოლუტურად ამოწურული ძალაა. „ქართულ ოცნებას“ აქამდე ვიზავი ჰყავდა „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან პაექრობით 11 წელი ფონს გავიდა, ახლა კარიკატურად გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, ხალხში ღიმილს იწვევს თავის ლიდერებიანად, ვიდრე შიშს- „არიქა, ესენი არ დაბრუნდნენო“. რა უნდა დაბრუნდნენ, კომიკურ ამბავში არიან“, - განაცხადა ელისაშვილმა.
გარდა ამისა, ის ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმით, უკრაინის გათავისუფლებაში მონაწილეობას და სოხუმში პიაცის აშენებას გეგმავს.
მის განცხადებას ალეკო ელისაშვილმა რეპლიკით უპასუხა: „წინ თუ დაჯდება, უფრო მალე მივა“.
"აი, ძმაო კაცი, ციხიდან უკრაინას ათავისუფლებს. შეუძლია ბევრს? - სააკაშვილი არის უბრალოდ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითი და აფერისტი. გამოაშკარავდა კიდეც, რომ უცბად განიკურნა, სტრასბურგმა რომ უთხრა არაფერი გჭირსო, არც დემენცია აქვს, არც მემენცია, არაფერი აქვს. ახლა უკრაინას ათავისუფლებს და ანტარქტიდასაც შემოუერთებს საქართველოს ცოტა ხანში. აფერისტია ჩვეულებრივი, გაქუცული, გაქანებული თაღლითი“, - განაცხადა ელისაშვილმა.
0
0