
უკრაინული მხარე საქართველოს მთავრობას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა უზრუნველყოს.
„უკრაინული მხარე კვლავ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, გადაიყვანოს ის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში,“- აღნიშნულია განცხადებაში.
უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაუდებელი დახმარებისთვის ის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს", - წერია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საელჩოს დიპლომატები ელოდებიან თანხმობას მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.
„უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის უკრაინაში დაბრუნებას,“- აღნიშნულია განცხადებაში.
0
0