
მინდა, მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რას აკეთებთ, როგორ გვექცევით, რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობ იაკობიშვილმა ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე იაკობის განცხადებით, „დღეს ქართველი ხალხი ითხოვს მშვიდობიან ცხოვრებას, ეკონომიკის განვითარებას“.
„ჩვენთან კონსტიტუციაში ჩაიწერა, თუმცა, ვფიქრობ, არ უნდა ჩაეწერათ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება. რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას, ორჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეთ და რის გამო? 12 დავალებას რომ გვაძლევთ, თქვენი ბავშვები ვინ არიან? თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ და აღვასრულებთ. ვადებს რატომ გვიწესებთ? შემოდგომაზე იმიტომ მიწესებ, რომ კიდევ რევოლუცია მომიხდინო? ეკლესია და ხალხი ძალიან ძლიერი ვართ. 2012 წელს, პატრიარქი და პირადად მე ორჯერ შევხდით ამერიკელებს, ერთხელ მათ ტერიტორიაზე, ერთხელ ჩვენთან მოვიდნენ. პატრიარქმაც და მეც ასეთი რამ ვუთხარით, არცერთ ლიდერს არ დაუჭიროთ მხარი, ქართველ ხალხს დაუჭირეთო. დღეს ქართველი ხალხი ითხოვს მშვიდობიან ცხოვრებას, ეკონომიკის განვითარებას. ევროკავშირს მივმართავ, თუ ჩემი პარტნიორი ხარ, თუ არ მეხმარები, როგორც უკრაინას ეხმარება დღეს ნახევარი მსოფლიო, ხელს მაინც ნუ მიშლი განვითარებაში, ეკონომიკის ზრდაში. ის ომი მორჩება, მსოფლიოც გადანაწილდება და ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან, დასავლეთი იქნება თუ ავტორიტარული ქვეყანა, ყველასთან წესიერი ურთიერთობა გვჭირდება. პატარა ქვეყანა ვართ, არავინ გვეხმარება. შემოდგომა მოდის და ტყუილად ნუ მოემზადებით რაღაცისთვის. არახამიამ (დავით) და იქაურმა მმართველობამ თავიანთ საქმეს მიხედონ. ომში გაიმარჯვეს და ეგ არის? თავიანთ საქმეს მიხედონ, ქართველები ჩვენს საქმეს მივხედავთ. მოიქცეს მიშა წესიერად, პატიება სთხოვოს იმ ხალხს, ვინც მასზე გამწარებულია. მისი გამოშვება ერს რომ უნდოდეს, ამდენი ხანი ვინ გააჩერებდა. ვიღაც რომ მეტყვის, ვიოლა იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, მაგის გამო ვინ გამოუშვებს? ისინი თუ ემზადებიან, ჩვენც მოვემზადებით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
0
0