
მივიღოთ კანონი – ამერიკელი ხალხის ფული არ ხმარდებოდეს შვისტოკებით სირბილს - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უცხოელი აგენტების გამოვლენაზე კანონს განიხილავენ.
ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კანონის [აგენტების გამოვლენის] მიღების შემდეგ, მაგალითად, გრანტების შესახებ კანონში შევიდე ცვლილებები და დამატებები, რომელიც განაპირობებს, რომ ამერიკელი ხალხის ფული... აი, USAID-ი რომ აფინანსებს, ეს ხომ ბიუჯეტის ფულია, ამერიკელი ხალხის ფული, რომელიც საქართელოში შემოდის იმისთვის, რომ სამეცნიერი გრანტი დაფინანსდეს, იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, იმისთვის, რომ სხვა პროექტები იქნეს დაფინანსებული, არ ხმარდებოდეს ქვეყნით შიგნით დესტაბილიზაციას, დესტრუქციას, გზების გადაკეტვას, დაფდაფებით სირბილს, შვისტოკებით სირბილს და მცდელობას, რომ ქვეყანა ჩაითრიოს ომში.
0
0