
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთი საკმაოდ რთული რეგიონია.
მისივე თქმით, მუშაობს უკრაინაში საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად.
„ახლა აღმოსავლეთში ჩვენ ვაბრუნებთ ჩვენს მძევლებს ღაზიდან. ჩემი პირველი ვადის დროს მივაღწიეთ თაობებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მშვიდობის შეთანხმებას – აბრაჰამის შეთანხმებებს. ახლა კი ვაპირებთ ამ საფუძველზე შევქმნათ უფრო მშვიდობიანი და კეთილდღეობის მომტანი მომავალი მთელი რეგიონისთვის. ბევრი რამ ხდება ახლო აღმოსავლეთში. ბევრი საუბრობს უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრი რამ ხდება ახლო აღმოსავლეთში. საკმაოდ რთული რეგიონია. მე დაღლის გარეშე ვმუშაობ იმაზე, რომ დავასრულო საშინელი კონფლიქტი უკრაინაში. მილიონობით უკრაინელი და რუსი უაზრო წესით იქნა მოკლული ან დაჭრილი ამ საშინელ და სასტიკ კონფლიქტში, რომელსაც არ უჩანს დასასრული.
შეერთებულმა შტატებმა გახარჯა უამრავი მილიარდი დოლარი უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად უსაფრთხოების გარეშე. გნებავთ, გაგრძელდეს ეს კიდევ ხუთი წლით? 2 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება ყოველ კვირას – რუსი ახალგაზრდები, უკრაინელი ახალგაზრდები. ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ მე მინდა, რომ ეს შეწყდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა უფრო მეტი ფული გამოყო უკრაინისთვის, ვიდრე ევროპამ.
„ამავდროულად, ევროპამ, სამწუხაროდ, მეტი ფული დახარჯა რუსულ ნავთობსა და გაზზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე. ჩვენ კი დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. როგორც ბავშვისგან ტკბილეულის აღება. მათ დახარჯეს ასი მილიარდი დოლარი. რა განსხვავებაა?! ბაიდენმა უფრო მეტი ფული გამოყო ამ ბრძოლაში, ვიდრე ევროპამ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტ განცხადებით, უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერ დროს, რომელიც მოსახერხებელი იქნება.
როგორც დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო.
„დღეს დილით მივიღე მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტ ზელენსკისგან. წერილი ამბობს: „უკრაინა მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან მოსასვლელად რაც შეიძლება სწრაფად, რათა მივუახლოვდეთ მდგრად მშვიდობას.“ არავის არ სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩვენი გუნდი მზად არის იმისთვის, რომ იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რაც გააკეთა ამერიკამ, რათა უკრაინას დახმარებოდა უკრაინას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერ დროს, რომელიც მოსახერხებელი იქნება. ვაფასებ, რომ მან ეს წერილი გამოგზავნა. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მშვიდობისთვის მზად არიან. დადგა დრო, შეწყდეს ეს სიგიჟე. დადგა დრო შეჩერდეს მკვლელობები. დადგა დრო დასრულდეს აზრსმოკლებული ომი. თუ გინდა, ომი დაასრულო, უნდა ესაუბრო ორივე მხარეს“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0