
"მაკდონალდს ჯორჯიას" ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს კომპანიის მფლობელის, თემურ ჭყონიას შვილი, სოფო ჭყონია ეხმაურება.
მისი თქმით, ეს ტალღა ხელოვნურად არის აგორებული და ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.
"მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ატეხილ და ახლაც მიმდინარე, დაუსრულებელ ამბავს, რომელიც უკვე გასცდა "მაკდონალდსის" თემას და პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს. მივიღე ბევრი მუქარა თუ შეურაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში. არ მაინტერესებს, ვინ დაგეგმა, რა დაგეგმა და რისთვის, თუმცა ყველაფერი ნათელია. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევით არც მე, არც მით უმეტეს, მამაჩემი. თუმცა კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას და ადამიანის არჩევანის შეზღუდვის ან წართმევის უფლებას!
დღესდღეობით პროპაგანდა რუსული ვიცი მარტო, რომელმაც საქართველო მოიცვა.
სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც ბნელი ძალები და გაუნათლებლობა უფრო მეტია, ვიდრე საღი აზრი! ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ეს შემოგდებული, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია და მცდელობა ყურადღების გადატანის იმ თემებიდან, რომლებიც ალბათ, ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. იმედი მაქვს, მალე ისეთ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა ან განხილვის თემა ელტონ ჯონის ქორწინება იქნება" - წერს სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, "მაკდონალდსმა" თავისი მომხმარებლებისთვის დაბეჭდილი სერიის წიგნებიდან, რომლებიც ცნობილი ადამიანების ცხოვრებას შეეხება, ერთ-ერთი ცნობილ მომღერალ ელტონ ჯონს მიუძღვნა, რომელშიც ვკითხულობთ: "დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა".
ამის შემდეგ განცხადება გაავრცელა "მაკდონალდსმა" და ელტონ ჯონზე გამოშვებულ ბროშურას “შეცდომა” უწოდა.
0
0
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
03/03/2025