17/03/2023
12:18
პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და რუსეთს მოვუწოდებთ, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს კლევერლიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრისა, უკრაინისა როგორც სანქციებთან დაკავშირებით, ასევე ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებისთვის.
ისევე როგორც უკრაინაში, ასევე ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, საკუთარი ბედი დამოუკიდებლად. ეს უნდა იყოს პატივნაცემი და დაცული. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი და ამიტომაც ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის“, - აღნიშნა ჯეიმს კლევერლიმ.
16 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, სტუმარს ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.
0
0