
დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამხრეთ აფრიკელ კოლეგას შეხვდა, რაც ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოების პრო-უკრაინულმა ნაწილმა დაგმეს.
პრეზიდენტი სირილ რამაფოსა რუსთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით სამხრეთ აფრიკის პოზიციას ნეიტრალურად მიიჩნევს; მან თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან, მაგრამ მისი გეგმები თებერვალში რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასპინძლობასთნ დაკავშირებით, სავარაუდოდ, დასავლეთთან სამხრეთ აფრიკის ურთიერთობას დაძაბავს.
სამხრეთ აფრიკის სამხედრო პირების თქმით, აღნიშნული წვრთნები "სამხრეთ აფრიკას, რუსეთსა და ჩინეთს შორის უკვე მჭიდრო ურთიერთობების გასაძლიერებლად" ტარდება.
მანამდე კი, სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნალედი პანდორმა, დასავლეთი რუსეთის ქმედებების დაგმობის გამო გააკრიტიკა, ხოლო სხვა საკითხები, როგორიცაა ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიის ოკუპაციის არსებობა, უგულებელყო.
როგორც ცნობილია, რუსეთი აფრიკის ეროვნული კონგრესის მხარდამჭერი იყო, როდესაც ის წარმოადგენდა განმათავისუფლებელ მოძრაობას თეთრკანიანი უმცირესობების მმართველობის წინააღმდეგ და [რუსეთი] მას შემდეგ სამხრეთ აფრიკასთან მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს. ეს უკანასკნელი გეოპოლიტიკური ძალაუფლების გავრცელებისა და აშშ-ის ჰეგემონიის შესუსტების მომხრეა - იმ მსოფლმხედველობის, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი.
0
0