„მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოებიდან მომავალი კომენტარებისა, „ქართულ ოცნებას“ ხალხის მხარდაჭერა აქვს. ამას უნდა ვცეთ პატივი. ეს არის ძლიერი ნიშანი, ამას ვერ დავაიგნორებთ.“- ამის შესახებ ლატვიელმა პოლიტოლოგმა და პოლიტკონსულტანტმა რეინის ტოჩელოვსკისმა რადიო „სივრცის“ ეთერში 23 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ თბილისში გამართული შეკრების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საუბარია გაყალებებაზე, გაურკვეველია, რატომ უნდა ეცადოს „ოცნება“ ხმების გაყალბებას, როდესაც ასეთი მხარდაჭერა აქვს
„იქ ვიყავი და გავოცდი ადამიანების სიმრავლით. შეკრებამ მშვიდად და ინციდენტების გარეშე ჩაირა. ეს აჩვენებს, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოებიდან მომავალი კომენტარებისა, „ქართულ ოცნებას“ ხალხის მხარდაჭერა აქვს. ამას უნდა ვცეთ პატივი. ეს არის ძლიერი ნიშანი, ამას ვერ დავაიგნორებთ. სანამ აქ ჩამოვიდოდი, ინფორმაციას ვიძიებდი, ვცდილობდი ქართულ პოლიტიკურ სიტუაციაში გავრკვეულიყავი და ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი მოვისმინე. ეს უცნაური იყო მოსასმენად. ახსენეს გაყალბების შემთხვევები. პირადად ვერ ვხდები, რატომ ეცდებოდა „ქართული ოცნება“ ხმების არაკანონიერი გზით მოპოვებას, რადგან ამხელა მხარდაჭერა აქვთ.“- განაცხადა ლატვიელმა პოლიტოლოგმა, გადაცემაში “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან”.
0
0