08/06/2023
13:12
პოლიტიკა
პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული მთელი რიგი პრობლემებისა, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
"მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 12-პუნქტიანი ვალდებულება არ სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ დეოლიგარქიზაცია, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნა იყო, არ არის შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ არის თავისუფალი სასამართლო, არიან პოლიტიკური პატიმრები. მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი," -აცხადებს ანა წითლიძე.
რა ეტაპზეა საქართველოში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, როგორ ხორციელდება ქვეყანაში ასოცირების ხელშეკრულება. ამ თემების განსახილველად დღეს, ევროპელი კანონმდებლები ქართველ კოლეგებთან ერთად ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე იკრიბებიან.
დახურულ კარს მიღმა საუბარი შეეხება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მიმდინარე პროცესებს.
0
0