19/04/2023
17:20
პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ მასთან პარტიის ცენტრალური ოფისიდან მივიდნენ და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.
"ჩემთან ჰქონდათ კომუნიკაცია, ანუ შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც მითხრეს, რომ მე უნდა დამეტოვებინა თანამდებობა, რამდენიმე ადამიანი იყო. ცენტრალური ოფისიდან არიან და არა ერთი, რამდენიმე, მოვიდნენ და მთხოვენ, რომ მე უნდა დამეტოვებინა თანამდებობა. დაახლოებით 2 კვირის უკან. მელიას გუნდის წევრი ვარ, გარედან ასე ჩანს და ამიტომ მე უნდა დავტოვო თანამდებობა. ქალაქ ბათუმის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ვინ იქნება და რამდენ ხანს იქნება ამას წყვეტს ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა",- ამბობს ნოდარ დუმბაძე.
დუმბაძე არ აკონკრეტებს ვინ შეხვდა მას, თუმცა ენმ-ის კიდევ ერთი წევრი, მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ამ მოთხოვნის უკან, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე დგას. ენმ-ს ორი პარტიული ოფისი აქვს. ნიკა მელიას თანამოაზრეები ლევან ხაბეიშვილის ფლანგს გამოეყვნენ და დამოუკიდებლად აგრძელებენ მუშაობს.
0
0