05/09/2023
12:37
პოლიტიკა
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკელი ყოფილი დიპლომატისა და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლის დენიელ ფრიდის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყველას ესმის, რომ საქართველო მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება და არავის სურს, ის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
„დ. ფრიდი - მოსაზრება თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩაბმა სრული და ანგარებიანი სისულელეა. მისტერ ფლიდ! რა ჯდება აშშ-ს ვადაგასული სამხედროების და ჩინოვნიკების ეს სრული ანგარებიანი უთავმოყვარეობა და სიცრუე? გაგვიმხელთ ვინ იხდის? დავიჯეროთ გიული?“, - წერს ხაინდრავა ტვიტერზე.
ცნობისთვის, ამერიკელმა დიპლომატის დენიელ ფრიდის თქმით, მოსაზრება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩაბმა სურს, სრული და ანგარებიანი სისულელეა.
მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიისა და საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერება მის უსაფრთხოებას გააძლიერებს.
ამასთან, ყოფილმა დიპლომატმა 2008 წლის ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სისულელეა იმის თქმა, თითქოს ომის პროვოცირება საქართველომ მოახდინა.
0
0