
მისი უკეზერესობა, ბატონი ხაბეიშვილი მოსაფრთხილებელი კაცია. ის ძალიან კარგად აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ სახეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ სამოქალაქო აქტივისტები სადმე მიდიან და ვინმეს შეხვედრის ჩაშლა უნდათ, ეს მათი საქმეა.
„მე მაქსიმალურად მოვუფრთხილდებოდი ხაბეიშვილს, რადგან ეს არის ერთ-ერთი ჩვენი კოზირი, რადგან ის ძალიან კარგად აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ სახეს. რაც მეტი ხაბეიშვილი იქნება „ნაცმოძრაობაში“, მით უკეთესია. ამიტომ სამოქალაქო აქტივისტებს მოვუწოდებდი, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდით ხაბეიშვილს, კი არ მივიდნენ და რაღაც აქციები კი არ ჩაატარონ, მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს, რადგან ის არის ჩვენთვის ძალიან სერიოზული კოზირი. მისი უკეზერესობა, ბატონი ხაბეიშვილი მოსაფრთხილებელი კაცია. სამოქალაქო აქტივისტები როდესაც სადღაც მიდიან, შეეგუონ სამოქალაქო აქტივიზმს, „ქართულო ოცნება“ აქ არაფერ შუაშია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0