მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის შესაბამისი, საჭიროა ის იყოს თავისუფლებაზე - ლიზა იასკო
22/11/2021
15:51
პოლიტიკა
A-
+A
“სამწუხაროდ, ის თავს ცუდად გრძნობს, თუმცა უკეთ გამოიყურება. მე არ ვარ ექიმი და რთულია იმის თქმა, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ის სუსტადაა”, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გორის ჰოსპიტალში პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებას დიდი დრო სჭირდება.
“სამწუხაროდ, ის თავს ცუდად გრძნობს, თუმცა უკეთ გამოიყურება. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის შესაბამისი. მე არ ვარ ექიმი და რთულია იმის თქმა, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ის სუსტადაა. მას სხვადსხვა სიმპტომი აქვს, ახლა მნიშვნელოვანია ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც მის სამედიცინო რეაბილიტაციას შეეხება და საჭიროა ის იყოს თავისუფლებაზე. გასული დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ამის გამოსწორებას ძალიან დიდი დრო სჭირდება”, – განაცხადა ლიზა იასკომ.
0
0
645
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%