
„ნაცმოძრაობაში“ ის ხდება, რაც „ოცნებაში“ ხდება, უბრალოდ „ნაცებში“ უფრო ადრე დაიწყო, რადგან უფრო სუსტია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ყველა არამერიტოკრატიული და არა დემოკრატიული სისტემა, რომელიც ერთი პიროვნების ახირებების ლოიალურობაზე დგას, ინგრევა, ეს ყველაფერი საკუთარ თავს დამართა თვითომ მიხეილ სააკაშვილმა და თავადაც კარგად იცის.
„ნაცმოძრაობაში“ ის ხდება, რაც „ოცნებაში“ ხდება, უბრალოდ „ნაცებში“ უფრო ადრე დაიწყო, რადგან უფრო სუსტია. ყველა არამერიტოკრატიული და არა დემოკრატიული სისტემა, რომელიც არა წესებზე და პრინციპებზე, არამედ ერთი პიროვნების ახირებების ლოიალურობაზე დგას, ინგრევა. ეს ყველაფერი საკუთარ თავს დამართა თვითომ მიშამ და ეს თავადაც კარგად იცის, უბრალოდ ნარკომანივითაა – თავს ვერ ერევა და ლომკაში სუსიო გაიძახის, ანუ სრულიად კანონზომიერია, რომ „ნაცმოძრაობა“ თავის ჭამას აგრძელებს და პროცესის ლოგიკით, ბიძინასთან ერთად დასრულდება. ბიძინას სისტემამ როგორც შეჭამა რიჟვაძე, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, ისე ჭამდა და ჭამს მიშას სისტემა თავის საყრდენებს, ვიდრე დემოკრატიული პრიცესი გველეშაპს ორივე თავს არ მოკვეთავს და იქვე ამოზრდილ მუტანტსაც – ხაზარაძის სახით, ადგილს მიუჩენს, ანუ ყველაფერი სწორად მიდის და გავიმარჯვებთ სახელოვნად“, – დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
0
0