-share.jpg)
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოკლული პირების ოჯახის წევრების მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება.
"ხვალ, 15 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქცია ტარდება- არ შეიწყალო კეიმინალი!
როგორი სამარცხვინო და თავზარდამცემი ამბავი გვჭირს!
მიშას რეჟიმის მიერ შვილდახოცილი, მშობლებდახოცილი, სისხლ- ხორც დახოცილი ადამიანები ქუჩაში გამოდიან საკუთარი მიცვალებულწბის უფლებების დასაცავად!!!… სიმართლის დასაცავად!!!… სამართალის დასაცავად!!!
ვისგან?…
ქვეყნის პრეზიდენტისგან!!!
საქართველოს პრეზიდენტისგან!!!
რატომ მიწა არ უსკდება ფეხქვეშ…", - წერს ყოფილი პარლამენტარი.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას ხვალ, 28 დეკემბერს აანონსებენ.
0
0