08/11/2021
12:04
სხვადასხვა
"ამ მსოფლიო საოცრებას პლასიდო დომინგოს წარდგენა რომ არ სჭირდება ზუსტად ვიცი, მაგრამ ეს ისტორია სულ სხვა რამეზეა. ეს ბათუმია, წვიმიანი, დილის 4 საათი... მიშას თხოვნით გამოუძინებელი და ტჰე კომფორტს შეჩვეული პლანეტის უდიდებულესობა ხმა /ტენორი, პლასიდო დომინგო
ბათუმის ოპერის ახლახანამოყვანილ საძირკველში მუხლმოყრილი ასრულებს არიას! დიახ, მიშამ თავისი ბავშვური გულწრფელობით, აღტკინებით დაარწმუნა ეს ლეგენდა, ამდგარიყო უთენია, გაყოლოდა სადღაც მშენებლობაზე და როგორც საძირკველში სიმბოლურად ჩაფიქრებული სურვილის "ჩაყოლება", ასე სიმბოლურად ვარსკვლავების ხმის დაბედება მოიფიქრა ოპერისთვის! გინახავთ ასეთი ისტორიები ლეგენდებზე? რომელთა ჩამოსვლასაც კი 2 თვიანი პროტოკოლი,დიდი რუტინული სამზადისი უდგას წინ და აურებელი ჩამონათვალი რომლის შეუსრულებლობაც ნებისმიერ წუთში შლის კონტრაქტს. ასეთი ისტორია არაერთი მაქვს გასასხსენებელი და ახლაც რატომ ვყვები ამას. უბრალოდ მის უსაზღვრო შესაძლებლობების შეძლებულობაზე მინდოდა შემეხსენებინა... რაღაც მგონია რომ მიშა იქაც ჩაატარებს თავისებურს და ციხის კარსაც შიგნიდან გაიღებს! რა, დომინგო დილის 4 საათზე საძირკველში დაჩოქილი ნამღერი წარმოსადგენი იყო?!" - წერს ბანძელაძე.
0
0