
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების წინ უნდა გაეთვალისწინებინა და ათასობით ადამიანის წინაშე უნდა გამოჩენილიყო.
„მიშა გადატრიალებების და ხელისუფლებაში მოსვლის სპეციალისტი მაინც არის. აქ რომ ჩამოდიოდა, უნდა გაეთვალისწინებინა ის, რომ ერთი 20 000 კაცი მაინც დახვედროდა აეროპორტში ან მოედანზე და ისე გამოჩენილიყო და არ დაეწყო ბათუმში სირბილი ძალიან საამაყო მძღოლთან ერთად - აი, ასე მიტოვებულად და არ ჩავარდნოდა ხელში. ან ერთი 20-30 ათასი კაცი უნდა დახვედროდა, ან სამხედრო გადატრიალება უნდა მოხდეს ამ დროს, როგორც, მაგალითად, გამსახურდიას დამხობის შემდეგ გამოუშვეს ციხიდან იოსელიანი, ხაინდრავა. სხვა შემთხვევაში, ხალხი ვერ ათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმარს“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
0
0
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
02/04/2026