
“ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს მასზეწ თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
დაზარალებულის სტატუსთან ერთად დაცვის მხარე თავდამსხმელისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს.
ცნობისთვის, მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს.
„პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივნისს, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0