27/09/2024
20:06
არჩევნები 2024
მიშა არის გუნდში, აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, მიხეილ დაუშვილის საარჩევნო სიაში არყოფნაზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, მიხეილ დაუშვილს საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან დიდი ფუნქცია ექნება.
„მიშა დაუშვილი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ახალგაზრდა პოლიტიკოსი. მე მიშა გავიცანი 8 წლის წინ. დღეს ახალგაზრდა პოლიტიკოსია და მაშინ საერთოდ ახალგაზრდა იურისტი იყო. მიშა არის გუნდში, აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. მას აქვს ძალიან დიდი ფუნქცია ახლა, საარჩევნოდ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, 25 სექტემბერს, პარტიამ, „გახარია - საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის 25 წევრი წარადგინა.
წარდგენილ პარტიულ სიაში გიორგი გახარიას მიხეილ დაუშვილი არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ „მიხეილ დაუშვილი სიის შემადგენლობაში არის, მე უბრალოდ გამომრჩა”.
მოგვიანებით მიხეილ დაუშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ საარჩევნო სიაში არყოფნის გადაწყვეტილება თავად მიიღო და „სამწუხარო და საწყენია შეფასება, რომ გამოგვრჩა“.
0
0