
მისასალმებელია მილოცვის წერილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან საქართველოდს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მისამართით იქნა გაგზავნილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მილოცვის შინაარსი.
„მილოცვაში ხაზგასმული იყო საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი და სხვადასვხა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ზუსტად ეს არის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ეს არის კარგი სიგნალი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.
0
0