29/03/2023
23:22
პოლიტიკა
"მისი ჯანმრთელობა მარტო პოლიტიკური არ არის, მის სიცოცხლეზეა ჩვენი ქვეყნის ბედი დამოკიდებული, "ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის, სამწუხარო რეალობაა და არაფერს აკეთებს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა.
ჩალაძემ მიხეილ სააკაშვილის კვებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს საკვების მიღება სურს, თუმცა არ შეუძლია.
"მისი ჯანმრთელობა მარტო პოლიტიკური არ არის, მის სიცოცხლეზეა ჩვენი ქვეყნის ბედი დამოკიდებული, "ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის, სამწუხარო რეალობაა და არაფერს აკეთებს, რადგან მას არ სჭირდება ევროპული მომავალი, "ქართულ ოცნებას" არ უნდა მისი ევროპული მომავალი და მეორე, ისინი პირადად ისმენენ იმ საუბრებს, რაც პალატაში იმართება და იციან თითოეული წერილის შიგთავსის შესახებ. რაც შეეხება საკვების მიღების საკითხს, პირველ რიგში მას რომ მოუწოდო, მას ეს არ უნდა უნდოდეს და შენ უნდა მოუწოდო, მაგრამ მას ეს უნდა. მას სურს, მას რომ მე მოვუწოდო, მაშინ გამოდის რომ მე ამ რიტორიკას ვეთანხმები, თითოს მას არ უნდა და მე ვთხოვ. სამედიცინო დაწესებულებაში იციან, რომ ის ცდილობს საკვები მიიღოს, მაგრამ ვერ იღებს", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
0
0