
მია ლე რუ პირველი სმენადაქვეითებული ქალია, რომელმაც მის სამხრეთ აფრიკის გვირგვინი მოიპოვა დაძაბული კონკურსის შემდეგ.
კონკურსი ერთმა ფინალისტმა დატოვა თავისი ნიგერიული წარმოშობის გამო „დატროლვის“ შემდეგ.
„ვიმედოვნებ, რომ ჩემი გამარჯვება სანუკვარი ოცნებების ასრულებაში დაეხმარება მათ, ვინც თავს საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობს. მსურდა დავხმარებოდი მათ, ვინც ფინანსურად გარიყულნი ან ნაკლებად ქმედუნარიანები არიან, რადგან ვიცი, ეს როგორი გრძნობაა,“ - თქვა ლე რუმ სიტყვით გამოსვლისას.
როგორც BBC-ი წერს, 28 წლის მია ლე რუს ექიმებმა სმენის სრული დაქვეითების დიაგნოზი ერთი წლის ასაკში დაუსვეს და მას კოხლეარული იმპლანტაცია ჩაუატარეს, რომელიც გოგონას ხმის აღქმაში დაეხმარებოდა.
მია ლე რუს განცხადებით, მას პირველი სიტყვების წარმოსათქმელად მეტყველების ორწლიანი თერაპია დასჭირდა.
0
0