იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე მალე „მონაკოსთან“ კონტრაქტს გააფორმებს.
„გიორგი მიქაუტაძეს „მონაკოში“ გადასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, უკვე გამზადებულია კონტრაქტიც, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი კლუბში 2029 წლამდე ითამაშებს“, – წერს სკირა.
„მონაკოს“ დირექტორი ტიაგო სკურო - მიქაუტაძესთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და იმედია, შეთანხმებას მალე მივაღწევთ
ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერზე „მეცთან“ მოლაპარაკებები Get French Football News-თან ინტერვიუში „მონაკოს“ სპორტულმა დირექტორმა ტიაგო სკურომაც დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შეძენა, რომელმაც ევრო 2024-ზე თავი შედეგიანობით გამოიჩინა, „მონაკოს“ გარდა, რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს, მათ შორის ყველაზე მეტად ფეხბურთლის გადაბირებას „ლანსი“ ცდილობს.
0
0