დღეს, რეჟისორ, გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე, სიტყვით გამოსვლისას, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს და მინისტრის პოსტზე ხვალ ბოლო სამუშაო დღე აქვს.
"დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. მე ხვალ მაქვს ბოლო სამუშაო დღე" - თქვა მან.
ცნობისთვის, წულუკიანი ქართული ოცნების სიის ათეულშია.
"დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ მე ბოლო სამუშაო დღე მაქვს. თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს, ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს - ეს ხანდახან პრობლემაა. მნახავთ. მარტო თქვენს სფეროში არ არიან მსახიობები და რეჟისორები. მე სადაც ვარ იქ მსახიობად ვმუშაობ. დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა რა მაქვს მონიჭებული",. - უთხრა წულუკიანმა აუდიტორიას.
თეა წულუკიანი 2021 წლის მარტიდან კულტურის მინისტრია. იგი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში 2012 და 2020 წლებშიც იყო და ორჯერვე მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა.
0
0