
მინეაპოლისში ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის აგენტების მიერ 37 წლის ალექს პრეტის მკვლელობას აპროტესტებენ. მინესოტას გუბერნატორმა ტიმ უოცმა კვლავ მოუწოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გაიყვანოს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტები მისი შტატიდან და განაცხადა: „ეს არის გარდამტეხი მომენტი, ამერიკა“.
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ უოლცმა და მინეაპოლისის მერმა ჯეიკობ ფრეიმ, ICE -ს დეპორტაციისთვის უნდა გადასცენ ყველა „კრიმინალი არალეგალი უცხოელი“, რომლებიც შტატის ციხეებსა და იზოლატორებში იმყოფებიან.
ქალაქ მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი - 37 წლის ალექს პრეტი მოკლეს. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა კაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. თუმცა, შტატისა და ფედერალურმა ოფიციალურმა პირებმა პრეტის გარდაცვალებამდე განვითარებული მოვლენების შესახებ, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელეს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე თვეში, როდესაც ქალაქში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საემიგრაციო კანონმდებლობის აღსრულების გამკაცრების კამპანიის ფარგლებში, ფედერალურმა აგენტებმა ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს. დაახლოებით 3 კვირის წინ, საემიგრაციო აგენტებმა ამავე ქალაქში რენე გუდი მოკლეს.
0
0